„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. ცვლილებათა პაკეტი ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ ხვალვე დარეგისტრირდება, ამის შემდეგ კი მისი საკომიტეტო განხილვა დაიწყება. საერთო ჯამში, პროექტი 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა 1/3 შეეხება, მათგან 10% საპატიმროს დაუყოვნებლივ დატოვებს. ამნისტია არ ვრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულებზე.