„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

დეპუტატები ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტს კენჭის დღეს უყრიან. „ქართული ოცნების“ ვერსია კი, პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. უმრავლესობის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ პოლიციელთა მიმართ ამნისტია მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში უნდა მოხდეს, რასაც „ქართული ოცნება“ არ იზიარებს.

მოამბე