„ამნისტიის შესახებ“კანონპროექტი

„ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება. მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები კანონპროექტის ორივე ვერსიაზე საკომიტეტო და სასესიო განხილვებისას იმსჯელებენ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი პროექტი ზედმიწევნით შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტს.

მოამბე