ორი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

ამნისტიის კანონპროექტის ორი სხვადასხვა ვერსია პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პოზიციების შეჯერების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – ხელისუფლებას და ოპოზიციას ამნისტიის კანონის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ოპოზიციის ვერსიაში ჩაიწერა, რომ ამნისტირებისთვის დაზარალებულთა თანხმობა აუცილებელია, რასაც „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება. მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება იმაზე, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლებით არც დანაშაულებრივი ბრძანების გამცემზე და არც შემსრულებელზე ამნისტია არ გავრცელდება.  შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას, ეს მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

მოამბე