პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტირდა

რვა წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ გუნდი ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტის გამოცემას აანონსებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჰუმანური აქტის პრინციპებს ეფუძნება და დიდი ალბათობით ასეულობით პატიმარზე გავრცელდება. დაკონკრეტებულია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც, კონკრეტული დათქმებით, რომლებსაც ამნისტია შეეხება. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან შესაბამისი ინიციატივის მიზეზების ახსნა-განმარტებებს ითხოვს, მეორე ნაწილი კი, აქცენტს გიორგი რურუას გათავისუფლებაზე აკეთებს – მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ელჩების მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუმცა ის საბრალდებო მუხლი, რომლითაც რურუა ერთი წლის წინ დააკავეს, დღეს გამოქვეყნებული ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალში არ არის.

ხათუნა გაგნიძე არკვევდა, რომელი დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები დატოვებენ ციხეს და როდის იგეგმება შესაბამისი პროცესის დაწყება.