კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმართება. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“ „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი“-ს წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის საგანია, ვის უნდა შეეხოს ამნისტია და უნდა მოხდეს თუ არა მისი კორექტირება. პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელზე მსჯელობაც ორი დღის წინ კონსულტაციების გამო გადაიდო.

გავა თუ არა კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე და არსებობს თუ არა შეთანხმების რესურსი? – თეონა მანაგაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.

მოამბე