„ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადება

„ამნესტი ინტერნეიშენალი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის, გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს და ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მოსახლეობას არ აქვს წვდომა განათლებაზე და ჯანდაცვაზე, რის გამოც ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, საუბარია, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე.

განცხადებაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც ვკითხულობთ. მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს. მიყენებული მორალური ზარალისთვის კი კომპენსაცია დაენიშნოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება.