„ბორდერიზაციით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში“, – ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშია.
დოკუმენტი ერთწლიანი კვლევის შედეგს აერთიანებს. საუბარია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, არასათანადო მოპყრობის, ოჯახური ცხოვრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე.
დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს.