ვითარება საოკუპაციო ხაზთან

რუსი სამხედროები ბოლო ორი დღეა, სოფელ კირბალთან ისევ გამოჩნდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზთან, სადაც ე.წ. საზღვრის მანიშნებელია დამონტაჟებული, ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს. კირბალელები ვარაუდობენ, რომ ეს საოკუპაციო ხაზის გამაგრების წინაპირობაა. ბორდერიზაციის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.

ნინო ფისაძე ჩაგვერთვება ადგილიდან – რა ვითარებაა კირბალში ამ დროისთვის?

დატოვე კომენტარი