ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან – ძლიერი ქარბუქი და ნისლი, გზებზე კი ლიპყინული. დასავლეთ საქართველოში ამინდის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 11-16 გრადუსი. სინოპტიკოსების ცნობით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ მზიანი ამინდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება. ხვალიდან კი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრად ტემპერატურას პროგნოზირებენ.