ამინდი საქართველოში

12:11, 06.02.2023

6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ამინდის გაუარესების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში მოძრაობისას გამოიჩინოს სიფრთხილე და გადაადგილებისას ზამთრის სეზონის საბურავები გამოიყენონ.

 

მსგავსი