რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში კი სინოპტიკოსები დღეს კვლავ თოვლს ელოდებიან. 14 იანვრიდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.