ნალექი და დაბალი ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღეს ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი -10 გრადუსია მოსალოდნელი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ხილვადობის გაუარესება.