კახეთში ალოობა სრულდება.
ფერმერები წლევანდელი მოსავლით უკმაყოფილოები არიან. ხარისხის გაუარესების მიზეზად უამინდობა სახელდება. ადგილობრივების განმარტებით, სასურსათო პროდუქტთან შედარებით მეცხოველეობაში გამოსაყენებელი საფურაჟე ხორბლის მოსავალი უფრო მეტია, რაც ფასებზეც აისახება. პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერები მთავრობას დახმარებას სთხოვენ.