რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა ბელორუსთან, საზღვარზე გაიმართება. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე შედგება. ამავე განცხადების მიხედვით, ბელორუსის პრეზიდენტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას და უკან დაბრუნებამდე, ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მიწაზე დარჩება. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ზელენსკი ამბობდა, რომ მინსკში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, საიდანაც უკრაინა იბომბება, შეხვედრას არ გამართავდა.