14 ივნისს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შენობაში, ლუკა ვადაჭკორიას გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე ქართველი მხატვრის სიურრეალისტური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ლუკა ვადაჭკორიას შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისი ნახატები კანადაში, ინგლისში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში, კერძო კოლექციებშია დაცული.
ავტორები: ანა მასხარაშვილი, გიგა კიტია , ლაშა ხომასურიძე.
ახალი დღე