სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება რეგიონებში.
საახალწლო ღონისძიება, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა საჩხერეში. მთავარ ღონისძიებაზე მსმენელების წინაშე წარდგნენ მუსიკალური ბენდები და ესტრადის ვარსკვლავები. ასევე დასახელდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლები. ნომინანტები საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო სივრცე. სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობამ, მუსიკალურმა ინსტალაცია, „ლაპლანდიამ“ პატარები განსაკუთრებულად გაახალისა. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო კონცერტი გაიმართა ახმეტაში. მოეწყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების და საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის გამოფენა-გაყიდვა. საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ჯგუფი „მგზავრები“ მონაწილეობდნენ.
საახალწლო ღონისძიებას ონმაც უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. ტერიტორიაზე მოძრაობდნენ კოსტიუმირებული საახალწლო და ზღაპრის გმირები. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.