ახალი წესები კოოპერატივებისთვის 

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წახალისება გადაწყვიტა.

დღეს მოქმედ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. შედეგად გამარტივდება მეპაიეთა გაერთიანებების დარეგისტრირება, რამაც მსხვილი ფერმერული მეურნეობების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა, იზრდება იმ თანხის ლიმიტი, რომლის შეტანის შემთხვევაში მეპაიეს კოოპერატივში გაწევრიანება შეეძლება. ამ გზით ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების გაზრდას ცდილობს.