ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ მიღებული სადავო დადგენილება გადაიხედება. საუბარია 2019 წელს დამტკიცებულ, ცნობილ 520-ე დადგენილებაზე, რომლის მიხედვით, ყველა კლინიკისთვის კარდიოქირურგიის და რეანიმაციის სერვისებზე ფიქსირებული ტარიფები დაწესდა, საავადმყოფოებს კი მათი თვითნებურად გაზრდა აეკრძალათ. გადაწყვეტილებას მაშინვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. კლინიკების მენეჯერები და ექიმები დადგენილ დადგენილ ტარიფებს მომსახურების ხარისხთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. თითქმის სამი წლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილების შეცვლას აანონსებს, თუმცა კლინიკებს გარკვეულ პირობებს უყენებს.