„ახალი საქართველოს“ ყრილობა

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ რიგით მეორე ყრილობას მართავს.

პარტიის წევრები და მხარდამჭრები სასტუმრო „ბილტმორში“ არიან შეკრებილი.

შეხვედრას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან. დაგეგმილია საუბარი სამომავლო გეგმებზე.

პლატფორმის წევრებმა თანამოაზრეებს ახალი სახეებიც წარუდგინეს.