„ქართული ოცნების“ ყრილობა

ორ საათში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა დაიწყება. დელეგატები პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ. თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

პოლიტსაბჭო კი 15-ის ნაცვლად, 21 წევრით დაკომპლექტდება. ყრილობის დღის წესრიგს და განცხადებებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში.