პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

„ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. არჩილ თალაკვაძემ იმ პარტიების დაფინანსებაზე ისაუბრა, რომლებმაც არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მიიღეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს ამბობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდირში და მათი დასკვნების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან ერთად შემუშავდეს საარჩევნო რეფორმა, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშშია საუბარი.