დღეს გაგრძელდება პარლამენტის სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელების შერჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ორი კანდიდატი – ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე არიან წარდგენილი, პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი, პარლამენტი არჩევანს ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს შორის გააკეთებს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პროცესს არ ენდობა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. „ქართული ოცნების“ წევრებმა კი, უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარლო კაციტაძესა და ლელა ჯანაშვილს დაუჭერენ მხარს.