შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა. infohub.ge არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები. ვებ გვერდზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადი როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები და ასე შემდეგ. Infohub-ი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია.