ახალი რეგულაციები ავტომფლობელებისთვის

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემდეგ კონტროლი თხევად აირზე მომუშავე მანქანებზეც წესდება. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებმა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიარონ. თუმცა, ამ პროცედურის წინ მძღოლმა თხევადი აირის აირ-ბალონის და მისი სისტემის უსაფრთხოების დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა მიიღოს.

ახალი რეგულაციების ამოქმედებას უკვე მოჰყვა ცალკეული შენიშვნები.