ახალი კორონავირუსის პანდემია

სურათი შეიცვალა იტალიასა და ესპანეთში. რამდენიმედღიანი მცირედი კლების შემდეგ, ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა. თუმცა დამაიმედებელია ის, რომ იტალიაში ბოლო ერთ დღეში იმაზე მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა. რთული მდგომაროებაა საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთშიც. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

კოვიდ-19-ის პანდემიას მსოფლიოს მასშტაბით უკვე 76 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონ 400 ათასს უახლოვდება. საგანგაშო ციფრების ფონზე რამდენიმე ქვეყანა გამკაცრებულ ზომებს არბილებს. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა უკვე დაანონსდა ჩეხეთში, ნორვეგიასა და დანიაში.