სასამართლო ჩვენება, რომელიც რეზონანსულ საქმეს თავდაყირა აყენებს. ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს მოუსმინეს. საუბარია საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომელზე, რომელიც 13 წლის წინ 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის უშუალო მონაწილე იყო. დავით აბუაშვილის დღევანდელი ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების მასალებში ინახება.
მარიამ ქურდიანი აშუქებდა პროცესს, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება, თუმცა განაჩენის გამოტანამდე კიდევ არაერთი მოწმეა დასაკითხი.