ე.წ. ციანიდის საქმის პირველი სხდომა სააპელაციო სასამართლოში

ხმაურის ფონზე გაიმართა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის პირველი სხდომა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით  პროცესები კვლავ დახურული იქნება. პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებამდე მსჯავრდებულმა დეკანოზმა ზეწოლაზე ისაუბრა. მამა გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და საწამლავი არასოდეს ჰქონია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა, რომელიც კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას ეხებოდა. საქმეში შემდეგი სხდომა 20 დეკემბერს ჩაინიშნა.

ე.წ ციანიდის საქმეზე აპელაციაში ორივე მხარე დაობს. დაცვა ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა კი მოსამართლის გადაწყვეტილებას მუხლის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით უპირისპირდება.