ბუტა რობაქიძის საქმე

2004 წელს დიდუბეში მოკლულ ბუტა რობაქიძეს მანქანაში იარაღი არ ქონია. ჩვენება ამის შესახებ სასამართლოს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომელმა მისცა, რომელმაც 24 ნოემბერს რობაქიძის ავტომობილი გააჩერა. პოლიციელის თქმით, 2016 წელს მას ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს.  ის უცნობმა პირმა დააშინა და უთხრა, რომ მოვლენები სხვაგვარად აღეწერა. მოწმის თქმით, მას აიძულეს ეთქვა, რომ თითქოს სროლა ორმხრივი იყო და ცეცხლი პირველად სწორედ გაჩერებული ავტომობილიდან გახსნეს. მოწმის ამ ჩვენებამ ბრალდებულების გაღიზიანება გამოიწვია. სიცოცხლის მოსპობისას შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდზე ბრალი ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს და დავით იაშვილს აქვთ წარდგენილი.

დატოვე კომენტარი