სიახლეა ქუთაისის აეროპორტში.
მგზავრებს სამი თანამედროვე ავტობუსი მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალებები აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის იმოძრავებენ. რეისების სიხშირე ფრენების განრიგის მიხედვით განისაზღვრება. „ევრო 6“-ის სტანდარტის მქონე ავტობუსების მომსახურების დანერგვით ქუთაისში ტურისტული ნაკადების ზრდას ელოდებიან.