ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს დაამატებს. ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას, A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი. ბილეთების შეძენა ალმათის მიმართულებით, ავიაკომპანიის ვებ გვერდზე უკვე შესაძლებელია.