ახალგაზრდული ფორუმი

„მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ – ამ სახელწოდებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ეკოლოგიურ პრობლემებზე პრეზენტაცია წარადგინეს და დისკუსია გამართეს. ფორუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ღონისძიების მიზანია სტუდენტების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ინოვაციური ხედვების წარმოჩენა. ფორუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა.