აგრობარათების დარიგება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების დარიგების პროცესი გრძელდება. 27 000-მდე ფერმერის აგრობარათებზე უკვე დახლოებით ხუთი მილიონი ლარი დაირიცხა. სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეუძლიათ. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ათ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.