„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ - შეფასებები

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოს 0,63 ქულა აქვს მინიჭებული. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. სომხეთი მეოთხე ადგილზეა, მეხუთეზე – აზერბაიჯანი, მეექვსე ადგილს კი ბელარუსი იკავებს. კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი. კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია – დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ, ალექსანდრ საბუს ხელმძღვანელობით. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. კვლევას პოლიტიკოსების შეფასება მოჰყვა.