აღმოჩენა ლაგოდეხში.
წინასწარი ინფორმაციით, სპეციალისტებმა მე- 9 – მე-10 საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს.
ეკლესიას აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ორი საწნახელი. ტაძარში ნაპოვნია ძველი ქართული წარწერა და საწინამძღვრე ჯვრის ვერცხლის მორთულობა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხებიც. ოთხწლიანმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ადგილი დიდ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც მონღოლთა შემოსევების დროს განადგურდა.
სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს.