ქრისტეშობის დღესასწაული სახარების რწმენის ეკლესიაში

პირდაპირი ეთერი სახარების რწმენის ეკლესიიდან.

25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ იმ რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც „ორმოცდაათიანელებადაც“ მოიხსენიებენ. ამ კონფესიას საქართველოში 80-მდე ეკლესია აქვს. სახარების რწმენის ეკლესიაში ღვთისმსახურება დაიწყო, იკითხება ფსალმუნები და სრულდება საგალობლები და სიმღერები, რა დროსაც სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს იყენებენ.