გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია

გერგეტის სამება და ტაძრამდე მისასვლელი გზა, რომელიც უკვე ორი წელია დაზიანებულია.

მომლოცველებს ეკლესიამდე მისვლა მხოლოდ შემოვლითი გზით და მაღალი გამავლობის მანქანებით შეუძლიათ, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. მთავარი გზის მცირე მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. ამ ეტაპზე გზის გახსნის ბოლო თარიღად 31 ოქტომბერი სახელდება.

რამდენად აფერხებს ტურისტულ ნაკადს სამებისკენ მიმავალი გზის არარსებობა და რა ვითარებაა ვიზიტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მუნიციპალიტეტში, – ნახეთ თეონა ბარბაქაძის რეპორტაჟი გერგეტიდან.