კახეთში აქციებისას დაკავებული 16-ვე პირი თავისუფალია. მათგან 14-ის სასამართლო პროცესი 19 ივნისს, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. ბრალდებულთა უფლებადამცველმა საქმის მასალების გაცნობისთვის დამატებითი დრო ითხოვა. შუამდგომლობა კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, მათ შემთხვევაში სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედებათ.