მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 34 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებული საპატიმროში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ახლა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, გამოძიებას მისი აღიარებითი ჩვენება უკვე აქვს, რომელიც მან დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მისცა. საქმეშია ასევე, 10-მდე მოწმის ჩვენება. ბრალდებულს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მარტყოფში ორი დღის წინ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.