აღკვეთის ღონისძიება

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და შალვა მელიქიშვილი საპატიმროში დატოვა. ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან უკვე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მელიქიშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

ჟანა დიდებაშვილი დაცვისა და ბრალდების მხარეთა პოზიციებით კახეთიდან.