ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისათვის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იწყებს მსჯელობას სასამართლო. სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 12 საათზე იყო ჩანიშნული და რამდენიმე წუთია მიმდინარეობს. შალვა მელიქიშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა მელიქიშვილს პატიმრობაში. ჟანა დიდებაშვილი აშუქებს თელავში მიმდინარე პროცესს.