ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული, მომხდარის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა. დაშავებული 35 წლის მამაკაცი, სხეულის 12%-იანი დამწვრობით, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა „ყაზტრანსგაზ-თბილისმა.“ კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის დაგროვების და აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.