აფეთქება ფოთში - ერთ-ერთი დაშავებული კომატოზურ მდგომარეობაშია

ფოთში მომხდარი აფეთქების დროს ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.

რაც ეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ხელყუმბარის აფეთქების დროს გარდაცვლილ მამაკაცს ცოტა ხანში საკუთარ სახლში გადაასვენებენ.