აფეთქება ფოთში

ტრაგედია ფოთში.

ხელყუმბარის აფეთქებას 41 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი დაშავებულიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა გამთენიისას ერთ-ერთი მარკეტის წინ მოხდა.

წინასწარი ვერსიით, მაღაზიასთან შეკრებილი მეგობრებიდან ერთ-ერთს საბრძოლო მასალა შემთხვევით გაუვარდა. ამ დრომდე დაუდგენელია, ვის ეკუთვნოდა ხელყუმბარა ან რა ვითარებაში მოხდა მისი აფეთქება.

გამოძიებამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც აფეთქების მომენტია დაფიქსირებული.