შემთხვევა ბოლნისში

ამ დრომდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ვინ სცემა 13 წლის მოზარდს, რომელიც დღეს, ერთთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, გარდაიცვალა.

ბოლნისში 12 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. შემთხვევას არც თვითმხილველები ჰყავს.

ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ოთხი მოზარდი მონაწილეობდა, რომლებიც ისმაილ ბადალოვის დაშავების ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე საუბრობენ.

გარდაცვლილის ახლობლები ჩხუბის ყველა მონაწილის დაკავებას ითხოვენ.