აფეთქება დიღმის მასივში

აფეთქება მოხდა დიღმის მასივის მეხუთე „ა“ კორპუსში. საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.მოხერხდა თუ არა ცეცხლის ჩაქრობა და როგორია დაშავებულის მდგომარეობა – ვაკო ორმოცაძე იმყოფება შემთხვევის ადგილზე.