გრძელდება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი საგაზაფხულო სესია, რომელზეც ცხრაასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მსურველები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ. სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა, წელიწადში ორჯერ ტარდება. აპლიკანტებს გამოცდებზე შესვლამდე სიცხეს უზომავენ, გამოცდაზე კი ისინი პირბადეებით იმყოფებიან. საგამოცდო პროცესი 25 ივლისს დასრულდება.