ევრორეკომენდაციებზე მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება

ევრორეკომენდაციებზე მუშაობას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განაგრძობს. კერძოდ ეს ეხება: სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. რამდენიმე მიმართულებით კი უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ მთავარი გამოწვევა დეპოლარიზაციაა, მეორე ნაწილი კი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პარლამენტმა ევროპული დავალებების ნაწილი უკვე შეასრულა.