საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ოფიციალურად დღეს გახსნის. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

ხვალ კი პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშით წარდგება.

როგორი დღის წესრიგი ექნება პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე და რა გეგმები აქვთ კანონმდებლებს – თეონა მანაგაძე გვეტყვის.