საგაზაფხულო სესია - პარლამენტი ხვალიდან საქმიანობას ოფიციალურად განაახლებს

პარლამენტი ხვალიდან საქმიანობას ოფიციალურად განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის მუშაობა თებერვლის პირველ სამშაბათს იწყება. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, მიმდინარე კვირას დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა.

მისაღებია რამდენიმე გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მათ შორის, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩავარდა, პოლიტიკური მხარეები კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნებსაც ე.წ. დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტებზე.